ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 აგვისტოს 10:00-დან 10:30 საათამდე და 16:30-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში განთიადი, სამება, ტბეთი, დაშბაში, დარაკოვი და მიმდებარე სოფლებში, დაბა წალკაში ცაბაძის, მექანიკურის, წერეთლის და მიმდებარე ქუჩებზე.

11:00-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში შაუმიანი, ხიხანი, შულავერი, შულავერი, ღვინის ქარხანა, ქვემო სარალი.

11:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში ირგანჩაი, ამამლო, დიდი დმანისი, ჯავახი, დაგარახლო, ოროზმანი, კაკლიანი და მიმდებარე სოფლებში. 11:30-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს დმანისში 26 მაისის, გორგასლის, ჭუბერის, ხერხეულიძის, ქეთევან დედოფლის, ხერგიანის, თამარ მეფის, ბარათაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე. 16:00-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს სოფლებში განთიადი, დიდი დმანისი, მაშავერა, კიზილქილისა, ვარდისუბანი, უკანგორა, გედაგდაღი და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს ქ. ბოლნისში აღმაშენებელის, ბარათაშვილის, ბესიკის, გოგებაშვილის, თავისუფლების, ალ.ყაზბეგის, რაჭის, დ.გურამიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

12:10-დან 18:30 სთ-მდე – აბონენტებს ლეონიძის, მესხიშვილის ქუჩების, მე-16 და მე-12 მიკრორაიონების მიმდებარე ტერიტორიაზე, სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.