„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასთან დაკავშირებითაც მიმართა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, განახლებული საკონსტიტუციო სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შევიდა.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტია „არც კონსტიტუციურ წყობილებას აღიარებს, არც ხელისუფლების ლეგიტიმაციას“ და „ასეთ პირობებში, სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან არაფრით განსხვავდება“.
ცნობისთვის, „ქართულ ოცნებას“ მანამდე წარდგენილი ჰქონდა კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოითხოვა „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ და „ფედერალისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.









