14 სექტემბერს,ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 სექტემბერს 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვაზიანი, მარტყოფი, სართიჭალა, ახალსოფელი, თელეთი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ირგანჩაი, ამამლო, პანტიანი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.