სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ოქტომბერს 10:30-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში მარტყოფი, წინუბანი, ნასაგური, დიდი ლილო, ბროწეულა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში კარაბულახი, პირველი სალამალეიქი, უსეინქენდი და მიმდებარე სოფლებში; 11:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში კუმისი, თელეთი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელბში ნაზარლო, კაპანახჩი, აზიზბეკოვი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.