პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავა წარადგინეს
"ქართულმა ოცნებამ" პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას კანდიდატურა წარადგინა.
"პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო არჩილს იმ გაწეული საქმისთვის. მას ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში მოუწია პარლამენტის...
არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ განცხადება მან „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. "ქართულმა ოცნებამ" სპიკერის პოზიციაზე კახა კუჭავას კანდიდატურა...
“არა 20 ივნისის ამნისტიას!” – პარლამენტთან აქცია 25 აპრილს გაიმართება
25 აპრილს, 15:00 საათზე პარლამენტთან აქცია სახელწოდებით "არა 20 ივნისის ამნისტიას" გაიმართება.
აქციის ორგანიზატორები მოძრაობა საქართველოსთვის, შეცვალე და დემოკრატიული მომავლისთვის არიან.
"19-21 ივნისის ღამეზე ამნისტია არის ანტისახელმწიფოებრივი, ის ემსახურება რუსეთის ინტერესებს...
ალექსეი ნავალნი შიმშილობას წყვეტს
საპატიმროში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალექსეი ნავალნიმ, შიმშილობა შეწყვიტა. მისივე განცხადებით, ეს ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ, 24 დღის განმავლობაში მოხდება.
ინფორმაციისთვის, 44 წლის ალექსეი ნავალნი იანვრის შემდეგ საპატიმროში...
საქართველოს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეწვევა
საქართველოს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ელჩი საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანი მედიასთან საუბრისას ავრცელებს.
როდის ეწვევა რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს ჯერჯერობით უცნობია....
პრემიერ-მინისტრმა დაზვერვის სამსახურის უფროსად შალვა ლომიძე დანიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაზვერვის სამსახურის უფროსად შალვა ლომიძე დანიშნა.
დაზვერვის სამსახურის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან მთავრობის მეთაურმა დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე რეგიონში...
“ოცნების” დეპუტატი მელიაზე: გამოვა ვაია, არ გამოვა, ვუია
"ქართული ოცნების" დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ნიკა მელია ოპოზიციამ დილემის წინაშე დააყენა. როგორც მაჭარაშვილი ამბობს, "ლელოს" ინიციატივა, რომ ევროპარლამენტარები მელიას თავდებში ჩაუდგებიან შეთანხმების...
მეგრელიშვილი: ჯანდაცვის კომიტეტის წევრობაც მინდა
„გირჩის“ წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი სურვილს გამოთქვამს, რომ იაგო ხვიჩიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია დაიკავოს, ხოლო სანდრო რაქვიაშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის.
ამასთან, მეგრელიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა,...
კელი დეგნანი: ნიკა მელიას გადასაწყვეტია, დატოვებს თუ არა ციხეს
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მოხარულია, რომ პარტიებმა შეთანხმების მიღწევა შეძლეს.
მისივე განცხადებით, მხარეებმა გამბედაობა გამოიჩინეს და კომპრომისზე წავიდნენ.
„ეს იყო მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი....
კობახიძე: ნიკა მელიას შეუძლია, მიიღოს ან არ მიიღოს ეს პატიება
„ქართულმა ოცნებამ“ გამოხატა ნება აპატიოს ნიკანორ მელიას უმძიმესი დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა 2019 წლის ივნისში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის...