მაკა ბოჭორიშვილი დანიის სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი დანიის სამეფოს ფოლკეტინგის (პარლამენტი) საგარეო პოლიტიკის, ევროპის საკითხთა და თავდაცვის კომიტეტების დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის...
პარლამენტის წევრები ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვის პრეზენტაციას დაესწრნენ
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და კომიტეტის წევრები ახალგაზრდული...
შალვა პაპუაშვილი ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტ გუდნი იოჰანესონს შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა ისლანდიის რესპუბლიკიდან საქართველოში პირველი მაღალი დონის ვიზიტის განხორციელების მნიშვნელობას. მან ისლანდიურ...
მთავრობის ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვა
განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, საზოგადოებას ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვა წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების...
ანაზღაურებადი სტაჟირების მასშტაბური პროგრამა შემოდგომაზე დაიწყება
ანაზღაურებადი სტაჟირება საბოლოო სახეს მიიღებს ახალგაზრდებთან კონსულტაციების საფუძველზე. უახლოეს დღეებში სამინისტრო წარმოადგენს პირველად დოკუმენტს, ამის შემდეგ გაიმართება კონსულტაციები ახალგაზრდებთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა...
,,შემოდგომაზე საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალ, ოთხწლიან გეგმას, რომელიც განათლებისა...
საქართველოს ჰყავს გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდობა. თქვენი ნიჭის რეალიზება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თქვენი პიროვნული წარმატებისთვის, არამედ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის და ეს არის ჩვენი...
საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიში და 2024 წლის...
საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიში და 2024 წლის გეგმების პრეზენტაცია სასტუმრო „პარაგრაფი თბილისში“ გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გაიხსნა,...
ირაკლი კობახიძე: 2024 წელს საქართველოში გაიმართება ტურიზმის გლობალური სექტორისთვის ისეთი გამორჩეული...
2024 წელს საქართველოში გაიმართება ტურიზმის გლობალური სექტორისთვის ისეთი გამორჩეული ღონისძიება, როგორიცაა მსოფლიო ტურიზმის დღე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა ჩვენი ქვეყნისთვის და მადლობა გუნდს ამისათვის,...
ნინო წილოსანი ჩინეთის ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს....
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საზღვაო სფეროში სანქციებთან დაკავშირებული ცვლილებები განიხილა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება განიხილა.
მომხსენებლის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განცხადებით, გარდა საჯარიმო სანქციების გამკაცრებისა, კანონპროექტით განისაზღვრება პასუხისმგებლობა ისეთ დარღვევებზე, რომლებიც ადრე არ იყო იდენტიფიცირებული.
კანონპროექტის თანახმად, მოხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის რეჟიმისა და ნაოსნობის წესები“ გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის ჯარიმების ასახვა კოდექსში.
ცვლილება ითვალისწინებს, ნავსადგურში დატვირთვის, გადმოტვირთვისა და ტვირთის დაწყობის წესების დარღვევისთვის ჯარიმის დაწესებას. ასევე, გათვალისწინებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საზღვაო უსაფრთხოებისა და უშიშროების წესების დარღვევისთვის ჯარიმები.
კოდექსს ემატება ახალი მუხლები, რომლითაც ხდება: მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემისა და საქართველოს ნავსადგურების უშიშროების წესების დარღვევისთვის ჯარიმის დაკისრება; შიდა ნაოსნობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემის ინსპექტირებისა და შემოწმების განმახორციელებელი აღიარებული ორგანიზაციის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების და ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ჯარიმების დაკისრება; სალოცმანო სამსახურებისთვის ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმების დაკისრება; გემის აგენტების მიერ ნავსადგურში შესვლის ან/და ნავსადგურიდან გასვლის გაფორმების წესის დარღვევისთვის ჯარიმის დაწესება.
აგრეთვე, წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, ნავსადგურის კომპლექსური შემოწმების დროს გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ჯარიმების დაწესებას.
გურამ გურამიშვილის განცხადებით, ცვლილებების მიზანია საზღვაო სფეროში უსაფრთხოებისა და უშიშროების ხარისხის გაზრდა.




















