15.2 C
რუსთავი

ბაშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს კლდიაშვილის სახელობის სკვერში გასართობი ღონისძიებები გაიმართება

1 ივნისს, ბაშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს კლდიაშვილის სახელობის სკვერში გასართობი ღონისძიებები გაიმართება.   წამოდგენილი იქნება: 15:00 საათიდან 17:00 საათამდე   სამეწარმეო დახლები საბავშვო კუთხე, კერამიკის მოხატვა-გაფერადება ანიმაციური გმირების და მოსიარულე დრამერების...

საქსტატი: 2023 წელს სიღარიბეს თავი დააღწია 145 000-ზე მეტმა ადამიანმა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წელთან შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა...

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტთან შეკრებილ საზოგადოებას მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტთან შეკრებილ საზოგადოებას მიმართა. პრეზიდენტის ეკრანზე გამოჩენას აქციის მონაწილეები ტაშით შეხვდნენ.   სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მომზადებისკენ მოუწოდა.   „ახლა გეტყვით რა...

შსს განცხადებას ავრცელებს

,,რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალები არიან მობილიზებული და იცავენ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.   შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, იქიდან...

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ წარუდგინა. მოტივირებულ შენიშვნებში მითითებულია, რომ კანონი იმოქმედებს ძალაში შესვლიდან მხოლოდ 1 დღის განმავლობაში. „კანონის არსი და შინაარსი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციით გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს“, - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვეს  საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების წარმომადგენლებმა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით,  სახელისუფლებო გუნდი მზად იყო კანონპროექტთან დაკავშირებით  დისკუსიის გასამართად. „პრემიერ-მინისტრმა შესთავაზა, მათ შორის, იმ გულწრფელ ახალგაზრდებს, ვისაც არ მიაჩნია სწორად ეს კანონი, რომ ყოფილიყო სივრცე  საჯარო მსჯელობისთვის და დისკუსიისთვის.  თუმცა მათ ჩაკეტეს ეს სივრცე, უარი თქვეს მოლაპარაკებაზე და, საბოლოოდ, ჩვენ მივიღეთ ვეტო არგუმენტით „იმიტომ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა, რომელმაც პარლამენტის წევრის ფიცის ტექსტი წაიკითხა. მას შემდეგ, რაც  პარლამენტმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნები არ გაიზიარა, დეპუტატებმა 84 ხმით მხარი დაუჭირეს კანონის პირვანდელ რედაქციას. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით წესრიგდება შემდეგი ძირითადი საკითხები: უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისა და უცხოური ძალის ცნებების განმარტება; სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია და სხვა სათანადო პროცედურული საკითხები; უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენა; კანონპროექტით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნათა შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.

29 მაისს, ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 მაისს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში გამარჯვება, ყარაჯალარი, ფოლადაანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის...

გარდაბნის მუნიციპალიტეტში „უფროსი თაობის სოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დღის ცენტრი გაიხსნა

დღეს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში „უფროსი თაობის სოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დღის ცენტრი გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფუად მირზოევი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე სამირ...

ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 48 700 000 აშშ დოლარი გაყიდა

ლარის კურსის სტაბილიზაციისთვი დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 60 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, საიდანაც, საბოლოოდ, 48 700 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო...

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა

ბაქოში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.   ევროპის ვიცე-ჩემპიონი სოლომონ მანაშვილი (125 კგ) გახდა, რომელმაც ფინალი...

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა დღეიდან ოფიციალურად ამოქმედდა

საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმება" ძალაში შედის. აღნიშნულის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს, 28 მაისიდან,...

პოპულარული სიახლეები

რეკომედირებული სიახლეები