რაჭაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი მგზავრი კლინიკაში გარდაიცვალა
რაჭაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი მგზავრი კლინიკაში გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აგარასთან მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, შემთხვევის შედეგადაც ერთი...
24 მაისს,ქვემო ქართლის რეგიონში,მათ შორის რუსთავშიც ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 მაისს 10:00-დან
10:05 საათამდე და 16:55-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება
შეეზღუდება აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში გომარეთი,
კარაბულახი, კიზილაჯლო, გედაგდაღი, მამულო და...
ეროვნული ბანკის პირველი საკოლექციო ბანკნოტის დიზაინის კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, პირველი საკოლექციო 50 ლარის ნომინალის ბანკნოტის დიზაინის ესკიზების კონკურსში კომპანია Koenig & Bauer Banknote Solutions-ის მიერ წარმოდგენილი ესკიზი შეირჩა:
"ბანკნოტის დიზაინი...
თბილისში,მამაკაცმა უმისამართო სროლა დაიწყო – დაჭრილია ერთი ადამიანი
თბილისში,ბამბის რიგის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცმა, დედაქალაქის ცენტრში უმისამართო სროლა დაიწყო. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
როგორც ცნობილია მამაკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ის ერთ-ერთი ობიექტის თანამშრომელს დაუპირისპირდა, რის...
საქართველოს პრეზიდენტმა ეუთო/ოდირის დირექტორთან საქართველოში მიმდინარე მოვლენები განიხილა
საქართველოს პრეზიდენტმა ეუთო/ოდირის დირექტორთან მატეო მეკაჩისთან საქართველოში მიმდინარე მოვლენები, რუსული კანონის მიღებით საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და დემოკრატიულ განვითარებაზე შესაძლო შედეგები განიხილა.
ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე რუსულ კანონის ვეტოზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი ვეტოს დაადებს ყველა იმ კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას და დემოკრატიულ განვითარებას.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებამდე სტაბილური და მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება, რათა ქართველმა ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი გააკეთოს.
ეუთო/ოდირის დირექტორმა გამოთქვა აბსოლუტური მზაობა, გააძლიეროს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობა და მხარდაჭერა.
პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია ამ პროცესში საქართველოს პარტნიორების მხარდაჭერა და მაღალი დონის ვიზიტების გაგრძელება, რაც ქართველი ხალხისთვის ძალიან დიდი სტიმული და იმის ნიშანი იქნება, რომ საქართველო ევროპისკენ მიმავალ გზას ჩვენს პარტნიორებთან ერთად და მათი მხარდაჭერით გადის.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუციების და ადამიანის უფლებათა ოფისი მზადაა როგორც გრძელვადიანი ისე მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისია მოავლინოს საქართველოში და ამ საკითხზე მიმდინარე წლის დასაწყისიდან აქტიურად მუშაობს სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.
ეუთო/ოდირის დირექტორმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისათვის.
ირაკლი კობახიძე განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება აკვირდება გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ხედავს, რომ მთელი რიგი მაღალი რანგის უცხოელი პოლიტიკოსები არ ერიდებიან ღია შანტაჟსაც კი ქართველი ხალხის...
რაჭაში მიკრო ავტობუსი გზიდან გადავარდა
რაჭაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც.
არსებული ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აგარასთან მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, შემთხვევის შედეგადაც ერთი ადამიანი ადგილზევე...
ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა – არიან დაშავებულებიც
ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა.
დაშავებულები ამჟამად კლინიკაში არიან გადაყვანილები.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ბრიგადებია მობილიზებული.
ქობულეთის შემოვლითი...
ქალაქ გარდაბანში ლელაშხას დასახლებაში ფეინთბოლის ჩემპიონატი ჩატარდა
ქალაქ გარდაბანში ლელაშხას დასახლებაში ფეინთბოლის ჩემპიონატი ჩატარდა.
ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, გარდაბნელი ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა...


















