გუბერნატორის ბეგრაუნდი – ვინ შეცვლის გრიგოლ ნემსაძეს?

ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობიდან გაათავისუფლა.

სიახლის შესახებ პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა. ,,ქრონიკამ“ ნემსაძის გუბერნატორობის პერიოდს თვალი გადაავლო. გრიგოლ ნემსაძემ ქვემო ქართლის რწმუნებულის პოსტზე პაატა ხიზანაშვილი 2017 წლის 18 მაისს შეცვალა. მას აღნიშნული პოსტი წელიწადი და 2 თვის განმავლობაში ეკავა და ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად უწევდა მონიტორინგს რეგიონის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. პროფესიით ეკონომისტი გრიგოლ ნემსაძე გუბერნატორის პოსტზე კერძო სექტორიდან მოვიდა. ჯერ-ჯერობით უცნობია სად გააგრძელებს ნემსაძე საქმიანობას. პრემიერ მინისტრის თქმით ახალ გუბერნატორს ის უახლოეს დღეებში წარადგენს. მანამდე კი რწმუნებულის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე ალექსანდრე მეტრეველი შეასრულებს.