რუსთავის საქალაქო სასამართლოში თემურ აბაზოვის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობდა

რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარნეულის ყოფილი მერის , თემურ აბაზოვის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობდა. სასამართლოში ამ ეტაპზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა ხდება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმე დაიკითხა.

შეგახსენებთ , რომ საქმე ეხება მარნეულის მოქალაქის მიმართ , დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტს, რომელშიც მთავარი ბრალდებული მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვია.