სოფელ სართიჭალაში კორპუსის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტისს სოფელ სართიჭალაში სტიქიისგან დაზიანებული კორპუსის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი ადგილზე სამუშაო პროცესს პირადად გაეცნო.

ქარმა კორპუსს სახურავი 6 დღის წინ გადახადა, ამ ეტაპზე დაზიანებული სახურავის დემონტაჟი მიმდინარეობს, მალევე დაიწყება გადახურვისთვის საჭირო სამუშაოებიც. სტიქიის შედეგად რამდენიმე ოჯახი დაზარალდა.

მუნიციპალიტეტის პირველი პირი ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა და   დაზარალებულ მოქალაქეებს უშუალოდ გაესაუბრა. როგორც მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი აღწერილია და მას  სპეციალურად შექმნილი კომისია ითვლის.