ავტოსაგზაო შემთხვევა მეგობრობის გამზირზე (+ფოტო)

ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მეგობრობის გამზირზე. ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, დამცავი ჯებირი გაანგრია და ამოტრიალდა.

ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული.

ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით დილის შვიდ საათზე მოხდა.