მარნეულის ინციდენტში მონაწილე კიდევ სამი პირისთვის აღმკვეთი ღონისძიების თაობაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

მარნეულის ინციდენტში მონაწილე კიდევ სამი პირისთვის აღმკვეთი ღონისძიების თაობაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროცესი რუსთავის საქალაქო სასამართლოში დღეს 17:00 საათზეა ჩანიშნული. პროკურატურამ სამართლებრივი დევნა მარნეულის მერ აბაზოვთან ერთად კიდევ სამ პირზე დაიწყო. მათ შორის არის მარნეულის საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან და საქართველოს პარლამენტის წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” აზერ სულეიმანოვი. აზერ სულეიმანოვს დეპუტატის იმუნიტეტი იცავს და როგორც პროკურატურაში განმარტეს, ვინაიდან მას ბრალად ნაკლებად მძიმე დანაშაული ედება სასამართლოს პროკურატურა გირაოს შუამდგომლობით მიმართავს.