16 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივნისს 10:15-დან 19:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიისმიწოდება შეეზღუდება 4807 აბონენტს მარნეულის რაიონის სოფელბში აზიზქენდი, ალგეთი, ხუტორ ლეჟბადინი, კაჩაგანი, არაფლო, ქირაჩმუღანლო და მიმდებარე სოფლებში; 17 ივნისს 10:00-დან 19:00 საათამდე 2307 აბონენტს მარნეულის რაიონის სოფლებში წითელი სოფელი, დაშტაფა, ალგეთი, ლეჟბადინი და მიმდებარე სოფლებში; 18 ივნისს 4245 აბონენტს სოფლებში დიდი ლილო, მარტყოფი, ნორიო, ველი, გამარჯვება, ყარაჯალარი და მიმდებარედ, აგრეთვე რუსთავში 11-ე და 22-ე მიკრო რაიონებში, 10:00-დან 19:00 საათამდე 1421 აბონენტს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ორბეთი, პანტიანი, მენკალისი, ივანივკა, ნავთიანი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 18:30 საათამდე 1862 აბონენტს დმანისის რაიონის სოფლებში განთიადი, მაშავერა, ჯავახი, კაკლიანი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 18:00 საათამდე 522 აბონენტს წალკის რაიონის სოფლებში კუში, ოზნი, ბერთა და მიმდებარე სოფლებში, 12:00-დან 18:30 საათამდე 4059 აბონენტს ბოლნისის რაიონის სოფლებში ხატისოფელი, ფოლადაანთკარი, სამწვერისი, თამარისი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.