საქართველოს პარლამენტის წევრის, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ბეგაძის ინიციატივით სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილებები შევიდა. ბეგაძის ინიციატივით 97 მუხლს დაემატა პუნქტი N6, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს:
,,დაუშვებელია ქუჩაზე, მოედანზე, ხიდზე, ტროტუარზე, გვირაში და მიწის ნაკვეთებს შორის გასასვლელში შენობა-ნაგებობის მშენებლობა, გარდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შენობა-ნაგებობისა, ხოლო სკვერში, პარკში, ბარში, და სხვა მსგავსი ტიპის სივრცეებში – ისეთი შენობა ნაგებობის მშენებლობა, რომელსაც არ გააჩნია საზოგადოებრივი ან სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა”-აღნიშნულია კანონში.