წალკის მუნიციპალიტეტში ორი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ, მოადგილესთან, ალექსანდრე მეტრეველთან და წალკის მერთან, ილია საბაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში 2 ახალი საბავო ბაღის მშენებლობის პროცესი მოინახულა, რომელიც დასრულების ეტაპზეა.

სოფლებში, კოხტასა და კიზილკილისაში მცხოვრები ბავშვები, სკოლამდელი განათლების მიღებას, ახალი სასწავლო წლიდან, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში შეძლებენ.

ადგილზე სამუშაოები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება. სოფელ კოხტაში პროექტის ღირებულება 176 544 ლარია, ხოლო სოფელ კიზილკილისაში ბაღის მშენებლობისთვის 285 957 ლარი დაიხარჯა.