ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში დასრულდა

ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში დასრულდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით გამოცდაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან  97 %-მდე აპლიკანტი გამოცხადდა.რუსთავის საგამოცდო ცენტრში დილიდან უხარვეზოდ მიმდინარეობდა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ბოლო სესია . ცენტრის მონაცემებით, დღეს რეგისტრირებული აბიტურიენტებიდან 22 აპლიკანტი გამოცდაზე არ გამოცხადდა. არ ყოფილა არც ერთი დაგვიანების შემთხვევა. რაც შეეხება გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების შეფასებას, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ბოლო სესიას  საშუალო სირთულით აფასებენ . შეგახსენებთ ხვალიდან აბიტურიენტები გამოცდას ზოგად უნარებში ჩააბარებენ.