კამერუნის ერთ-ერთი ციხიდან 163 პატიმარი გაიქცა.
პატიმრებმა სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვება შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად შეძლეს.
ინციდენტი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ნდოპის რეგიონში მოხდა.
პატიმრების გათავისუფლების შემდეგ, თავდამსხმელებმა შენობას ცეცხლი წაუკიდეს. ხელისუფლება გაქცეულ პატიმრებს ნებაყოფლობით დაბრუნების შემთხვევაში ჰპირდება, რომ სასჯელს არ დაუმძიმებს.