კრწანისში საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვა დაიწყო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ სტიქიის ზონაში, არხისა და გზების გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ, საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვა დაიწყო. ადგილზე მძიმე ტექნიკასთან ერთად, დილიდან მობილიზებულია ცოცხალი ძალა. მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების ღვარცოფისა და წყლისგან გათავისუფლება. დილიდან ადგილზე იმყოფებოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი. მუნიციპალიტეტის პირველი პირის განცხადებით, იმისათვის რომ მოსახლეობამ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნება დროულად შეძლოს,კრწანისის დასახლებაში სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება.