,,რუსთავის თეატრის ახალი სეზონიც იქნება საკმაოდ დატვირთული”-სოსო ნემსაძე

გვექნება ახალი სპექტაკლები, გეგმით გაწერილ სპექტაკლებზე ,შესაძლოა, 3-4 სპექტაკლით მეტიც წარმოვადგინოთ

რუსთავის თეატრი ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის შემდეგ, ფოთის რეგიონული თეატრების ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ქალაქის თეატრი, ფესტივალში რეჟისორ გიორგი ოსეფაშვილის სპექტაკლით „პიკნიკი“ წარსდგება. რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე, გასტროლებს დადებითად აფასებს და აცხადებს,რომ ახალი სეზონიდან რუსთავის თეატრი საკუთარ რეპერტუარს ქვეყნის საზღვრებს გარეთაც წარმოადგენს. ქალაქის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ახალი სეზონიდან რუსთაველებს დატვირთულ და მრავალფეროვან რეპერტუარს ჰპირდება.

“წინა სეზონის მსგავსად , ახალი სეზონიც იქნება საკმაოდ დატვირთული. გვექნება ახალი სპექტაკლები, გეგმით გაწერილ სპექტაკლებზე ,შესაძლოა, 3-4 სპექტაკლით მეტი წარმოვადგინოთ. ახალი სეზონიდან ჩვენი რეპერტუარი აუცილებლად გავა ქვეყნის საზღვრებს გარეთაც”-სოსო ნემსაძე