რუსთავის თეატრი გურიასა და სამეგრელოში სპექტაკლებს გამართავს

რუსთავის თეატრი გურიასა და სამეგრელოში სპექტაკლებს გამართავს. გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრი, დღეს ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში  სვანაძის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლს  „თეთრი ბაირაღები“  გამართავს. ფესტივალი  როგორც ქართულ პროფესიული ისე უცხოური თეატრების სცენაზე  ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით განხორციელებულ სცენურ ინტერპრეტაციებს აერთიანებს. ნოდარ დუმბაძის მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი,  წელს მწერლის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს  და ოზურგეთის თეატრის დაარსებიდან 150 წელს ეძღვნება. 11 ივლისს ქალაქის პროფესიული დრამატული თეატრი ,ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრს ეწვევა. რუსთავის თეატრი, მასპინძელი თეატრის მაყურებელს  რონალდ ჰარვუდის პიესის „კვარტეტი“ სოსო ნემსაძისეულ ინტერპრეტაციას წარუდგენს. შეგახსენებთ, „კვარტეტი“ რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ დადგა.