რუსთავში არასრულწლოვნებზე ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, მე-11 მიკრორაიონის ტერიტორიაზე, არასრულწლოვან ბავშვებს ქალი ცივი იარაღით ემუქრებოდა.
უწყების ცნობით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით აღიძრა, რაც არასრულწლოვანზე ძალადობას გულისხმობს.