სამგზავრო სამარშრუტო ტაქსები, რომლებიც საქალაქთაშორისო გადაყვანებს ახორციელებენ, ტექნიკურ ინსპექტირებას წელიწადში ორჯერ გაივლიან. ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
1 ივლისიდან სავალდებულოა სახელმწიფო ავტოპარკისა და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერება.
რაც შეეხება ტექინსპექტირების სტატისტიკას, 38 199 სამგზავრო და სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, 28 574 გამართული აღმოჩნდა, 8 767 ტექინსპექტირების გავლისას დახარვეზდა; 6 202 -მა ინსპექტირება განმეორებით გაირა; 257 კი განმეორებით დახარვეზდა.
იურიდიული პირებისა და სახელმწიფო უწყების მფლობელობაში სულ 75 ათასი ავტომობილია. ამ დროისთვის, ტექინსპექტირება იურიდიული და სახელმწიფო უწყებების კუთვნილმა 900-ზე მეტმა სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა. აუდიტის კვლევის მიხედვით, საქართველოში ჰაერის დაბინძურების 71% მანქანებზე მოდის.