ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე რუსთავში ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით რუსთავში ორი პირი დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მთაწმინდის პარკთან მომხდარი უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ისრაელის მოქალაქეს მთაწმინდის პარკში ამავალ საფეხმავლო ბილიკზე, მისთვის უცნობმა ორმა პირმა იარაღის მუქარით 200 აშშ დოლარი და 800 ლარი გასტაცა, რის შემდეგაც თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს