აბაზოვი დაკავებაში კვირიკაშვილის მთავრობას ადანაშაულებს

,,დროს წელავენ, ვინ უნდათ რომ დამატებით იპოვონ. რატომ წელავენ დროს. იგივე მესმის რაც ორი თვის წინ. მე არ ვარ კრიმინალი რომ ამდენი ხანი ვიჯდე ციხეში. ორი თვის მერე ბატონი პროკურორი ხელცარიელი მიჯდება წინ.ორი თვის წინ ჩვენ დაგვცინოდნენ პროკურორები ადვოკატებსაც. მაგრამ დღეს ხელცარიელი ზის. დამატებითი ორი თვე რისთვის უნდა ვიჯდე.არასწორი ნაბიჯი მოხდა პროკურატურის მხრიდან. უცებ აიტაცა ტელევიზიამ, მელია სააკაშვილი ჩაერთო, ამას დაერთო აქციები. იმიტომ რომ ივანიშვილის ნათესავი ვიყავი მოხდა დარეკვა ზემოდან. ქვეყნის პირველ პირებს ვგულისხმობ ,რომლებიც შემდეგ წავიდნენ. ტელევიზიის ინფორმაციის საფუძველზე დამაკავეს”-განაცხადა პროცესზე მარნეულის ყოფილმა მერმა თემურ აბაზოვმა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ბრალდება წინა საგამოძიებო ვადის გაგრძელებას შუამდგომლობს. პროკურატურა ვადის 20 სექტემბრამდე გაგრძელებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ვადა დაახლოებით ერთი თვით, 6 სექტემბრამდე გააგრძელა.