ერთი თვის წინ ცემით მოკლული ბავშვი დღემდე არ დაუკრძალავთ

ბათუმში, 14 ივნისს უზბეკი ქალის მიერ ცემით მოკლული 4 წლის გოგო დღემდე პროზექტურაში რჩება. როგორც ირკვევა, მისი დაკრძალვა აქამდე არავის მოუთხოვია.გავრცელებული ინფორმაციით , გარდაცვლილი ბავშვის დედა თურქეთში იმყოფება და ქვეყანაში დაბრუებას ამ დრომდე ვერ ახერხებს . შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ , რომ სანამ გარდაცვლილი ბავშვის დედის ან მინდობილი პირის ნებრთვა არ ექნებათ გოგონას ვერ დაკრძალავენ.
შგახსენებთ , 14 ივნისს ბათუმში უზბეკმა ქალმა მცირეწლოვანი ბავშვი ცემით მოკლა და ცხედარი პოლიციის განყოფილებაში მიიტანა.