საქართველოს მსოფლიოს პირველი რობოტი მოქალაქე სოფია ეწვევა

საქართველოს რამდენიმე დღეში პირველი ქალი რობოტი სოფია ეწვევა, სოფია მსოფლიოში პირველი რობოტია, რომელმაც მოქალაქეობა მიიღო.
რობოტი სოფია 18 ივლისს, აუდიტორიის წინაშე მთაწმინდის პარკში წარსდგება სესიაზე “საჯარო სერვისები და ინოვაციები”. აღნიშნული სესიის ერთ-ერთი განსახილველი იქნება ის, თუ როგორ შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა რევოლუციური გარდატეხა მოახდინოს ადამიანებისთვის საჯარო სერვისების მიწოდების სფეროში.
სოფია ჰონგ-კონგის ფირმამ Hanson Robotics-მა შექმნა. აღსანიშნავია, რომ სოფიას შემთხვევაში პასუხების წინასწარი დაპროგრამება არ მომხდარა და ის იყენებს machine learning-ს, რაც კომპიუტერული მეცნიერების ერთ-ერთი დარგია, რომელიც რობოტებს წინასწარი დაპროგრამების გარეშე ამუშავებს, შესაბამისად, სოფია პასუხებს ადამიანების გამომეტყველების მიხედვით სცემს.
გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) სოფია დაასახელა გაეროს “ინოვაციების ჩემპიონად”. მისი, როგორც ხელოვნური ინტელექტის როლი მდგომარეობს მდგრადი გავითარებისა და ადამიანთა თანასწორობის ხელშეწყობაში, რაც სწორედ UNDP-ის მიზანია.