რუსთავის სასამართლოს მოსამართლედ მაია შოშიაშვილი დაინიშნა

რუსთავის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე მოსამართლე მაია შოშიაშვილი დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ფარული კენჭისყრით მიიღო.

მაია შოშიაშვილის რუსთავის სასამართლოში მოსამართლედ დანიშვნას მხარი საბჭოს 13-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 1 იყო.

შეგახსენებთ, მოსამართლე მაია შოშიაშვილი, ამ დრომდე თბილისის საქალაქო სასამართლოში, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მუშაობდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოში, აღნიშნულ ვაკანსიაზე დანიშვნის სურვილი საერთო ჯამში ხუთმა მოსამართლემ გამოთქვა. მათ გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასულ კვირას გაიარეს.