უცხო ენის გამოცდაზე 27 აპლიკანტი არ გამოცხადდა

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება დღეს აბიტურიენტები გამოცდას უცხო ენაში აბარებენ . გამოცდის პირველ სესიაზე ინგლისური და რუსული ენის გამოცდა  ჩატარდა . რუსთავის საგამოცდო ცენტრში გამოცდას 438 აპლიკანტი აბარებდა, 27 აპლიკანტი გამოცდაზე არ გამოცხადებულა . რეგისტრაციაზე არ დაფიქსირებულა დაგვიანების შემთხვევები. მეორე სესიაზე აბიტურიენტები ინგლისური ენის გამოცდას ჩააბარებენ .