რუსთავის სტიქიის ლიკვიდირებაში მონაწილე მეხანძრე-მაშველები ფულად ჯილდოს მიიღებენ

მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც რუსთავის წყალდიდობისას სალიკვიდაციო სამუშაოებში, ჭუბერის სტიქიასა და ლენტეხში, სოფელ ზესხოში ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირებაში მონაწილეობდნენ, ფულადი ჯილდო გადაეცემათ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

როგორც, უწყებაში განმარტავენ ფულად ჯილდოს ჯამში 350 მეხანძრე-მაშველი მიიღებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ  განაცხადა, რომ პრემიას მიიღებენ ჭუბერის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედროებიც.