შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტმა იაღლუჯის საწვრთნელ სასროლეთზე ტაქტიკური საჩვენებელი სწავლება გამართა. სწავლებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, სამინისტროს დანაყოფების ხელმძღვანელები და BP საქართველოს უშიშროების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სწავლების მიზანი იყო ტაქტიკური პროცედურების დახვეწა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დანაყოფების მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება.

ტაქტიკური საჩვენებელი სწავლების დროს სტრატეგიული მილსადენების დეპარტამენტის დანაყოფებმა კონკრეტულ ინციდენტზე კომპლექსური ღონისძიებების დემონსტრირება მოახდინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის, სუფსის ნავთობის ტერმინალის და მათი ინფრასტრუქტურის ობიექტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.