10 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივლისს 11:00-დან 18:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიისმიწოდება შეეზღუდება 329 აბონენტს წალკის რაიონის სოფელ ნარდევანში, 11:00-დან 20:00 საათამდე 1655 აბონენტს გარდაბნის რაიონის სოფლებში მუღანლო, სართიჭალა, სიონის უბანი, წალასყური და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე რუსთავში სამშვილდის, გოგოლის, ბერიიტაშვილის და მიმდებარე სოფელბში, 11:00-დან 18:00 საათამდე 2952 აბონენტს ბოლნისში აღმაშენებლის, სააკაძის, ფალიაშვილის, ფარნავაზ მეფის, გუდიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე ბოლნისის რაიონის სოფლებში ქვეში, კიანეთი, საბერეთი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 19:00 საათამდე 22 აბონენტს მარნეულის რაიონის სოფლებში ლეჟბადინი, იალღუჯის დასახლება, კაპანახჭი და მიმდებარე სოფლებში, 11:30-დან 18:00 საათამდე 81 აბონენტს გარდაბნის რაიონის სოფლებში პობედა, ლემშვენიერა, აგრეთვე რუსთავში მშვიდობის, მარის არხის, აზოტის და მიმდებარე ქუჩებზე, 14:00-დან 15:00 საათამდე 204 აბონენტს რუსთავში ნეკრასოვის, გოგოლის, ტოლსტოის, ბერიტაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.