2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს ფულადი თანხა ჩაერიცხებათ

გადაწყვეტილება რუსთავის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს

რუსთავის სოციალური ბიუჯეტი გაიზარდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრეულოს სხდომაზე მიიღეს. კერძოდ, ინდივიდუალური დახმარების პროგრამას გარკვეული თანხა დაემატა და პროგრამის ბიუჯეტი 465 ათასი ლარით განისაზღვრა. როგორც მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსმა ნინო ქვირიამ განმარტა აღნიშნულის აუცილებლობა პროგრამით მოსარგებლეთა გზრდილმა რაოდენობამ განაპირობა.
საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი, რომ ეკონომიები, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების პროგრამიდან დარჩა წელს 2008 წლის რუსეთ საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გარდაცვლილი ოჯახების დახმარების პროგრამაში გადავა. აღნიშნული თანხები აგვისტოს ომში დაღუპულ ოჯახებს რვა აგვისტოს ჩაერიცხებათ.