გუბერნიაში ტურიზმით დაინტერესებულ აზერბაიჯანელ ვიზიტორებს უმასპინძლეს

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში საქართველოში ტურიზმით დაინტერესებულ აზერბაიჯანელ  ვიზიტორებს უმასპინძლეს. ქვემო ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე მეტრეველმა და გუბერნატორის მოადგილემ, კახა კობერიძემ სტუმრებს რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს  და მათი ხედვები იმ ინიციატივების შესახებ მოისმინეს,რომელსაც აზერბაიჯანული მხარე რეგიონში გეგმავს. აზერბაიჯანელი სტუმრები საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზღვრისპირა რეგიონებში განჯა გაზახი, საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაზრდა“ ფარგლებში იმყოფებიან. პროექტს ქვემო ქართლში კოდის სათემო განათლების ცენტრი ახორციელებს. პროექტი ექვსი თვეა მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ იგეგმება კოდაში ტურისტული ცენტრის გახსნაც. მანამდე კი მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლები ქვემო ქართლის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან და რეგიონის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ.