მოქალაქეების მიერ დანაგვიანებული სკვერი (+ფოტო)

რუსთავის ყველაზე აქტიურ ჯგუფში ,,RUSTAVI რუსთავი’’ მოქალაქე ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული სკვერის  დანაგვიანებულ სურათებს აქვეყნებს. მისი თქმით, რუსთავის დასუფთავების სამსახური ტერიტორიას  ხშირად ასუფთავებს თუმცა მოქალაქეები  სკვერს არ უფრთხილდებიან.

,,5 დღის უკან წამოკრიფა რუსთავის დასუფთავების სამსახურმა ბოთლები და ქაღალდები,შედეგი? ეს მარტო ბასეინის გარშემო მოგროვდა.საკუთარ სახლში არ მოაკლდეს ამის დამყრელს ასეთი სანაგვე. იცით სად არის ჩვენი უბედურება? ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქართველობა, ჩვენი ტრადიცია და ჩვენი რუსთავი, რომ ჩვენი სახლის ზღურბლთან მთავრდება. და როდესაც გარეთ გავდივართ ეგრევე გვავიწყდება ეს ყველაფერი’’-წერს მურადი გლურჯიძე.

,,ქრონიკა“ საკითხთან დაკავშირებით ,,რუსთავსერვის ცენტრს” დაუკავშირდა. სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი გოროზიას განცხადებით, ,,რუსთავსერვის ცენტრი” აღნიშნული მონაკვეთის შესახებ ინფორმირებულია და დასუფთავების დეპარტამენტის თანამშრომლები ფალიაშვილის მიმდებარე სკვერს ყოველდღიურად , სისტემატურ რეჟიმში დილის საათებში ასუფთავებენ. გოროზიას განმარტებით,ფაქტი ,რომ ლოკაცია მუდმივად არის საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული არც თუ ისე იშვიათია და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის  აღნიშნული ფაქტი უცნობი არ არის.შესაბამისად დილის საათებში ქალაქის დასუფთავების ფარგლებში, აღნიშნული სკვერი სისტემატურ რეჟიმში სუფთავდება. აღნიშნული ტერიტორია დასუფთავების სამსახურმა უკვე გაასუფთავა.