კამპანიის „ სუფთა ჰაერი , უსაფრთხო მოძრაობის „ ფარგლებში სკოლის მოსწავლეებთან სამუშაო ხასიათის შეხვედრა გაიმართა , კამპანია საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად . შეხვედრისას მოსწავლეებმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ისეთ საკითხებზე იმსჯელეს , როგორიცაა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება , ქვეყანაში სუფთა გარემოს შენარჩუნება და ალტერნატიული ჯანსაღი ტრანსპორტის პოპულარიზაცია .
კაპმანიამ „ სუფთა ჰაერი , უსაფრთხო მოძრაობამ „ დღეს აიღო სტარტი და სამოქალაქო კვირეულის ფარგლებში 10 რეგიონს მოიცავს , სადაც მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება 22 სექტემბერს კი კამპანია ღონისძიებას „დღე ავტომობილის გარეშე „ შეუერთდება.
სამოქალაქო კვირეული არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ ორგანიზებით იმართება .