“გააცოცხლე რუსთავის ისტორია”- რუსთავქალაქობა 2018 რუსთავის თეატრში ღონისძიებით გაიხსნა

“გააცოცხლე რუსთავის ისტორია”- რუსთავქალაქობა 2018 რუსთავის თეატრში ღონისძიებით გაიხსნა. თეატრის ძველი და ახალი თაობის მსახიობებმა თეატრის დაარსებიდან დღემდე შესრულებული როლები, მოგონებები და ისტორიები გააცოცხლეს. თეატრის ფოიეში გამოფენილი იყო ცნობილი თეატრალების ფოტოებიც. მსახიობმა თამარ სხირტლაძემ დამსწრე საზოგადოების წინაშე ის წლები გაიხსენა, როდესაც ქალაქში თეატრის ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობდა. საღამოს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და თეატრალები ესწრებოდნენ.