„რუსთავქალაქობა 2018“–ის ფარგლებში სპორტული ღონისძიებებითაც იყო დატვირთული. ქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე შეჯიბრებები ჩატარდა ფეხბურთში, მხიარულ სტატებში, კალათბურთში, ნარდსა და ჭადრაკში. დღეს სპორტული ღონისძიებები გარეჯისა და ლერმონტოვის ქუჩაზე მიმდინარეობდა.
მთელი კვირის განმავლობაში სპორტული აქტივობები ქალაქის ყველა უბანს და ქუჩას მოიცავს. რუსთავქალაქობისადმი მიძღნილ სპორტულ ღონისძებებს ორგანიზება რუსთავის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების სამსახურმა გაუწია.