20 წლის გოგოს მატარებელი დაეჯახა

მატარებელი, რომელიც ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 წლის გოგონას დაეჯახა, თბილისიდან შინდისის მიმართულებით მოძრაობდა.

ტერიტორიაზე 20 წლის გოგოს მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა ფეიქრების ქუჩის მიმდებარედ მოხდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. სააგენტოს უწყების პრესსამსახურში განუმარტეს, რომ სისხლის სამართლის საქმე 275-ე მუხლით აღიძრა, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
„როგორც ამბობენ, ქალმა სავარაუდოდ მატარებელი ვერ დაინახა“, – აცხადებენ თვითმხილველები.

მატარებელი, რომელიც ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 წლის გოგონას დაეჯახა, თბილისიდან შინდისის მიმართულებით მოძრაობდა. საუბარია სამგზავრო მატარებელზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის მატარებლის მემანქანეების გამოკითხვა მიმდინარეობს.
შსს-ს ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, მემანქანეებმა ხმოვანი სიგნალიც ჩართეს და მუხრუჭიც გამოიყენეს, თუმცა შეჯახება მაინც მოხდა.
„გამოძიება დაადგენს მიზეზი სუიციდი იყო თუ უბედური შემთხვევა მოხდა. ჯერჯერობით მემანქანეების პირველადი გამოკითხვა ჩატარდა. ისინი ამბობენ, რომ გოგონას დანახვისთანავე ხმოვანი სიგნალიც მისცეს და მუხრუჭიც გამოიყენეს, მაგრამ დისტანცია არ ეყოთ. შესაბამისად, შეჯახება მოხდა“, – აცხადებენ უწყებაში.