რუსთავში აფეთქების შედეგად დაშავებული 8 წლის გოგოს მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა .როგორც ექიმები tv4 -თან საუბრისას აღნიშნავენ მოზარდი გონზეა და კონტაქტურია თუმცა დაზიანებების სირთულიდან გამომდინარე მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებს .
შეგახსნებთ, 21 ოქტომბერს მე-19 მიკრორაიონში ავტოფარეხის დემონტაჟისას აფეთქება მოხდა , აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაშავდა ,დაშავებულებს შორის ყველაზე მძიმე დაზიანებები 8 წლის გოგოს აღენიშნებოდა და იქ დედაქალაქში, ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს , სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას მოზარდს ნაწლავების დაზიანება, თეძოსა და მენჯის ძვლის ფრაგმენტების მოტეხილობა ჰქონდა .