აფეთქების შედეგად დაშავებული გოგოს მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა

რუსთავში აფეთქების შედეგად დაშავებული 8 წლის გოგოს მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა .როგორც ექიმები  tv4 -თან საუბრისას აღნიშნავენ მოზარდი გონზეა და კონტაქტურია თუმცა დაზიანებების სირთულიდან გამომდინარე მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებს .

შეგახსნებთ,  21 ოქტომბერს მე-19 მიკრორაიონში ავტოფარეხის დემონტაჟისას აფეთქება მოხდა , აფეთქების შედეგად 14  ადამიანი დაშავდა ,დაშავებულებს შორის ყველაზე მძიმე დაზიანებები 8 წლის გოგოს აღენიშნებოდა და იქ დედაქალაქში,  ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს , სამედიცინო დაწესებულებაში   გადაყვანისას მოზარდს  ნაწლავების დაზიანება, თეძოსა და მენჯის ძვლის ფრაგმენტების მოტეხილობა ჰქონდა  .