ლემშვენიერაში ჭაბურღილისა და რეზერვუარის მოწყობა დაიწყო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში სასმელი წყლის ჭაბურღილისა და 500 მ3 რეზერვუარის მოწყობა დაიწყო. გარდა ამისა, პროექტის მიხედვით გაკეთდება მაგისტრალური და შიდა მილსადენი და მოხდება მოსახლეობის გამრიცხველიანება.
როექტი რეგიონული ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 150 000 ლარს შეადგენს.
სამშენებლო სამუშაოების შემდეგ, სოფელ ლემშვენიერას მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა სრულად მოუგვარდება.