სასამართლომ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი მალხაზ კობაური წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

როგორც მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა განმარტა, ბრალდებულის მიმართ არსებული განჩინება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, უცვლელი დარჩება.

მოსამართლის განმარტებით, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულება ამართლებს ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების საკითხს. სასამართლო სხდომა ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის თაობაზე დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.