პანკისელების აქცია “ქართული ოცნების” ოფისთან-თემირლან მაჩალიკაშვილს „ოცნებამ“ ოცნება წაართვა

ქართველო ხალხო, გეხვეწებით, ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას ეს უვარგისი მთავრობა, რომლებიც სისხლით მოვიდა! თემირლან მაჩალიკაშვილს„ოცნებამ“ ოცნება წაართვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციაზე თემირლან მაჩალიკაშვილის ბებიამ, ელენე მაჩალიკაშვილმა განაცხადა.

ელენე მაჩალიკაშვილის თქმით, სუს–ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის დავალებით იგი სცემეს.

„მე ვარ ის ბებია, რომელსაც სოსო გოგაშვილის დავალებით გვერდები ჩაულურჯეს, რომელიც სოსო გოგაშვილის დაკვეთით მძევლად აიყვანეს. შუბლგახვრეტილი, ჩემი პატარა, სანთელივით სუფთა თემირლანი მკვდარი გაიტაცეთ და გაიყვანეთ. გამოდი სოსო გოგაშვილო! არ გყოფნის ვაჟკაცობა! კაცობა არ გაქვს, აღიარო შენი დანაშაული. გააგებინე ხალხს, რომ უდანაშაულო ჩემი შვილიშვილი მომიკალი და მწოლიარეს შუბლი გაუხვრიტე ლოგინში. ქართველო ხალხო, გეხვეწებით, ჩამოვაშოროთ ეს მთავრობა, ეს უვარგისი მთავრობა, რომელიც სისხლით შემოვიდა. თემირლან მაჩალიკაშვილს „ოცნებამ“ ოცნება წაართვა“, – განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის ბებიამ.