რუსთავის მუზეუმში ხელოვანთა ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართა

 რუსთავის მუზეუმში ქვემო ქართლის მასშტაბით მოღვაწე ხელოვანთა ნამუშევრების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. კრებული მხატვართა გაერთიანება „გამას“ ინიციატივითა და ქვემო ქართლის გუბერნიის მხარდაჭერით გამოიცა. მასში 70 მხატვრის 200-მდე ნამუშევარია შეტანილი,რომელთაგან 55 ნამუშევარი დღეს დამთვალიერებლის წინაშე გამოიფინა. პრეზენტაციას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.