რუსთავში ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2 პირი – 2000 წელს დაბადებული დ.ი. და ასევე 2000 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულებმა რუსთავში მდებარე ერთ-ერთ პურის საცხობში ფანჯრის დაზიანებით შეაღწიეს და შენობაში მდგარი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს.

სამართალდამცველებმა ორივე პირი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დაკითხვისას დ.ი.-მ მიმდინარე წლის სექტემბერში მის მიერ ამავე შენობაში ჩადენილი ქურდობაც აღიარა.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.