ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის ორი შემთხვევა რუსთავში

რუსთავში ცოტახნის წინ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, თოდრიას მე-3 ჩიხიდან ერთი პაციენტი კლინიკა ,,რუსთავში“ გადაიყვანა.

ლომურის ქუჩიდან კი ბებია და შვილიშვილი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კლინიკებში გადაყვანისას სამივე პაციენტი კონტაქტური იყო.

წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი, ორივე შემთხვევაში ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული გამათბობლებია.