10:00 საათის აქტივობა რუსთავში

#20 საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, რუსთავში საკუთარი ხმის უფლებით  საერთო ამომრჩევლების დაახლოებით 8%-მა ისარგებლა. ათი საათის მონაცემებით კონსტიტუციური ვალდებულება და მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა 9356-მა ამომრჩეველმა. რუსთავში ამომრჩევლების საერთო რაოდენობა  108034-შეადგენს.