ზოგისთვის ეს არის რთული არჩევანი-გიორგი მარგველაშვილი

ზოგისთვის ეს არის რთული არჩევანი, მაგრამ მინდა მოვუწოდო საქართველოს ყველა მოქალაქეს, აუცილებლად მივიდეს საარჩევნო უბანზე, გამოიყენოს თავისი ბიულეტენი და დააფიქსიროს არჩევანი, – გიორგი მარგველაშვილი
“მე მინდა მივულოცო საქართველოს მოქალაქეებს დღევანდელი აქტიურობა, რომელსაც ვხედავ საარჩევნო უბანზე. მიხარია და მეამაყება, რომ ქართველი ამომრჩეველი ასე აქტიურად გამოხატავს თავის პოზიციას. ზოგისთვის ეს არის რთული არჩევანი, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო საქართველოს ყველა მოქალაქეს, აუცილებლად მივიდეს საარჩევნო უბანზე, გამოიყენოს თავისი ბიულეტენი, დააფიქსიროს არჩევანი და ითამაშოს გადამწყვეტი როლი მთავრობის ფორმირებაში. მადლობთ ასეთი აქტივობისთვის და დარწმუნებული ვარ, ასეთი აქტივობა გაგრძელდება მომავალშიც, დღის განმავლობაში, რაც იმის გარანტიაა, რომ არჩევნები ჩატარდება მაღალ დონეზე და იქნება ნაკლები დარღვევები“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.