რუსთავის მუზეუმში ქვემო ქართლის მასშტაბით მოღვაწე ხელოვანთა ნამუშევრების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. კრებული მხატვართა გაერთიანება „გამას“ ინიციატივითა და ქვემო ქართლის გუბერნიის მხარდაჭერით გამოიცა. მასში 70 მხატვრის 200-მდე ნამუშევარია შეტანილი,რომელთაგან 55 ნამუშევარი დღეს დამთვალიერებლის წინაშე გამოიფინა. პრეზენტაციას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.